Tuesday, July 10, 2012

ანდაზებზე შექმნილი ხუმრობები

1) კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.

ჰო მაგრამ გულებში ვარდები არ არსებობენ. :))



2) დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო. 

ამიტომ დედაზე ადრე ნუ წახვალთ სკოლაში, ნუ დაიწყებთ სახლის დალაგებას, ნუ წაიკითხავთ წიგნს. დაუცადეთ დედას. 


3) ეს ჩემი მოფიქრებული არაა მაგრამ მაინც. 1 ძმა ხერხეულიძე მოიყვანს ცოლს და ძემი ეუბნებიან რა თხილივით გოგოაო. 

4) თაგვმა თხარა თხარაო კატა გამოთხარაო.

ხოდა ეხლა დგას ძაღლი და იგივე განძის მოლოდინში თხრის. 



5) არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ.

დასკვნა: -ამიტომ მასწავლებლებო ნუ გვთხოვთ უშველებელი თემების წერას. წესების და გრამატიკის სწავლას, დილით ადრე ადგომას და თუ შეიძლება ანდაზის მიხედვით ნუ გვთოვთ სკოლაში ვიაროთ ხელფასის გარეშე. :)) 


6) მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.

ეს ანდაზა მანამ არსებობდა მის ასრულებას მანამდე თვლიდნენ ფოკუზად სანამ ფეისბუქი არ გამოიგონეს. 



10) ზოგი ჭირი მარგებელიაო.

აბა რა სკოლა რო არ არსებობდეს არდადეგების მოსვლის ბედნიერებასაც ვერ ვიგრძნობდით. :)) 



რაღაც ახლის გაკეთება მინდოდა, რაიმე განსხვავებულის და შემიფასეთ, რავიცი გამოვიდა თუ არა. ან თავს იმითი დავიმშვიდებ. წერე, წერე. თუ მწერალი არ გამოხვალ წერას მაინც ისწავლიო. მოგეწონათ? <3