3 წლის ალიდა კნობლოჩს იშვიათი დაავადება აწუხებს – პატარას ფილტვებზე აქვს პრობლემა, რომელიც ნეიროენდოკრინული ჰიპერპლაზიას (neuroendocrine hyperplasia) სახელწოდებით არის ცნობილი.
გოგონას დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს და დამატებითი ჟანგბადი სჭირდება. ალიდას მუდამ გვერდით უნდა ჰქონდეს ჟანგბადის ავზი, რომელიც 3 წლის ბავშვისთვის მძიმე სატარებელია.
საბედნიეროდ, ალიდას ერთგული მეგობარი – ძაღლი, სახელად მისტერ გიბსი ჰყავს, რომელიც საყვარელი პატრონის ჟანგბადის ავზს ატარებს. მისტერ გიბსი მუდამ ალიდას გვერდით არის და გოგონას სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. ისინი მეგობრობენ კიდეც.
მსოფლიოში ეს იშვიათი დაავადება 800-მდე ადამიანს აწუხებს.
ra sayvareli dzaglia :)
ReplyDelete