Saturday, June 30, 2012

ბალეტიი

როგორ შეიქმნა ბალეტი?
ბალეტი მე-16 საუკუნეში შეიქმნა იტალიაში, საიდანაც ცოტა ხანში საფრანგეთში გავრცელდა. საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს თვითონაც ძალიან უყვარდა ცეკვა და ამიტომ სასახლეში ხშირად აწყობდა საბალეტო სპექტაკლებს. შემდეგ კი ესეც არ იკმარა და სამეფო ცეკვის აკადემია ჩამოაყალიბა, სადაც მოცეკვავეებს ამზადებდნენ. თავდაპირველად საბალეტო ცეკვებს მხოლოდ სპექტაკლების გასალამაზებლად იყენებდნენ, შემდეგ კი ის ხელოვნების დამოუკიდებელი სახე გახდა. 


საბალეტო პაჩკა

საბალეტო კაბას პაჩკა ჰქვია. მას ხშირად ზანზალაკის ფორმა აქვს. ის ორი ფენისაგან შედგება: პირველ მათგანს რამდენიმე ფენა თხელი ნაჭრისგან კერავენ, მეორეს კი სიმყარის მისაცემად ქვემოდან მავთულის თხელ ბადეს უკეთებენ.








პუანტები 

იმისათვის, რომ ცეკვა უფრო ნაზი და ჰაეროვანი ყოფილიყო, ქალები ცდილობდნენ ფეხის წვერებზე ემოძრავათ. ამან აუცილებელი გახადა სპეციალური ფეხსაცმლის - პუანტების შექმნა. პუანტები ნაჭრისგან შეკერილი მაგარცხვირიანი ფეხსაცმელია, რომელიც ფეხზე ლენტებით მაგრდება.

1 comment: